RSS Feed

დრო გადის….გადიის…გადიიიის..:))))

მოკლეთ ბოლოს როცა აქ დავპოსტე მაშინ მაგარი ცუდ პონტში ვიყავი რაა  ხოდა იმის მერე დრო გავიდა ბევრი ჩემ დაქალებს შევურიგდი და ისევ ერთად ვართ რა თქმაუნდა ეხლა სკოლაში ვარ და გვერდით ნატა მიზის მარი არაა სკოლაში ელნე კიდე გვერდით კაბინეტში ზის ხოდა ასე ჩვენი მასწი არაა აქ არაა სკოლაში რაა მგონი ავათა ხოდა არ ვყვებით დღეს გაკვეთილს :)) მიხარიიიაააააა მეე და ნონაას ურთიერთობა გაგვიფუჭდა ხოდა ვართ ახლა ასე უი ხო იცი 14 ში სიყვარულის დღეს აუუ ეგ კაი დღე იიყოო რაა კონცერტი ხო მოვაწყეთ და იტოკში ძაან სერიოზული გამოგვივიდაა ხოო თან იქ გავიცანი ახალი მეგობარი ( მარი და გიო ) ნუ იმ გიოს ტვინი შე4ვუჭამე და იტოკში მერე დავმეგოობრდით ვალს ცეკვავდნენ და მე ვეუბნებოდი რაღაცეებს :)0 ისე კი გამოუვიდათ ცეკვა მარა არ მოსწონდა და მეთი არაა საგოოლ მაგარი იყოო რააა თქო და გაუხარდაა მითხრა მადლობააო რო გამამხნევეოო და მეთქი რა სისულელეააა და რაღაც იტოკშ ნანინოკ როგორც თქვა შევაბიი :დ ხოდაა ეხლა წავედიი ხოდაა ასეე ყველაფერი კარგათაა და იქნებააა

Advertisements

YVELAFERI ERTAD…

MOKLED YVELAPERI ERTAD DAMATYDA TAVS gverdze mizis chemi mogalate daqali nu mokled magan da elenem gamcvales im aferist miqaiashi nu itokshi didi ambavia mara me raxan wera ar mezareba amitom yvelapers davweer :* itokshi me xo icit rogori adamiani var ra dzalit aravis davuwyeb shetenvas xoda itokshi imatma miqaia archies da ra vuyo am chem pexs ras ambob vidaarde bazari araa nata kai bavshvia magram nu me daqalebs shua ar chavdgebi iman ar icoda da chadga da itokshi vicxhubet da magrad davcxet raaa da exa agar vart daqalebi vot tak lejavam mitxra raagaceebi nu martalic iyo mara me su sxva rameze var agabrazebuli raa da exa prosta ras aketebs vaime midi da gauqano ragaca tavshii auu neta maikom gadamiyvanos am skolidan davisveneb ui xo dges rusulshi 10 iani mivige da exa chemi klaseli jijava gakvirvebuli miyurebs ase chqara rogor wero 😀 nu vwer da ra vqna ra vuyoo 😀 xoo tvitmartvelobam ar ici ra gavaketet valentinobistvis gadavwyvitet  mogvewyo rame xoda am,itomac magari ragaca gamogvdiiis kidee da vot tak raa 😉 sxvaa araperi ise gushin dzaan magari iyo da magrad vixalisee tvitmartvelobazee 😀 kai iyo  vicine magraad ise mari da elene ki dzaan miyvars mara egeeti ragaca ar unda gaeketebinaat raaa nu mokled eg warsuliaa me ar mival pirveli tviton movidnen tu martla daqalebi arian da tu martla vuyvarvat :)) xo martali var ?! nu exa ragac pontshi ki ar var martali mara mainc martali var 😀 😀 amis mere gaval garet da shevcham magrad 😀 😀 muu xoo kide tavjdomarem dges nanas unda daurekos da utxras ro damtovoon imito ro gushin 6 saatamde viyavit skolashi da mecxhubnen saxshii 😀 😀 sxvaa kide araperi axali dzveleburad var magrad chemtvis koxtad mtavaria shemteni ar var raa 😀 😀 😉 vinc ver mixvdeba am chem pexs visac me ar vevasebi arc me mevasebian isinii da eg ukve gaiasnebuli maq yvelastviis :***

daviigale

au magrad davigale yvelapriit raaa 3 tviit sadme martoo gadakargul kuundzulze d\wavidoodi da daviisvenebdi yveelaasgaaaan uuuf ra kargiiiaaaaaaaaaaaaaa

ოთახები <3

საბავშვო ოთახები ♥ 

საბავშვო ოთახები ♥

საბავშვო ოთახები ♥

საბავშვო ოთახები ♥

საბავშვო ოთახები ♥

საბავშვო ოთახები ♥

საბავშვო ოთახები ♥

საბავშვო ოთახები ♥

საბავშვო ოთახები ♥

საბავშვო ოთახები ♥

საბავშვო ოთახები ♥

საბავშვო ოთახები ♥

აქედან ერთერთს მაინც გავაკეთებ ჩემ ახალ სახში მომეწონაა:)))

ვისაც ეშინია არ წაიკითხოს

ჩემმა მეგობარმა რომელიც ცხოვრობს ‘Hougang’_ის ქუჩაზე  ერთხელ გადაწყვიტა წასულიყო  ქალაქში თავის მეგობრებთან კინოს საყურებლად. მან ძალიან იხალისა მგრამ ბოლოს მიხვდა , რომ სახლში წასვლის დრო იყო.

გზაზე სახლისკენ მან შეამჩნია ერთი კაცი რომელიც წიგნებს ყიდიდა, კაცს  მთელი სახე თმებით ქონდა დაფარული მხოლოდ  თვალები უჩანდა. უცებ ამ კაცმა შემოხედა ჩემს მეგობარს , და უთხრა: “მოდი და იყიდე რომელიმე ჩემი წიგნი, აუცილებლად გამოგადგება” . ეს ყველაფერი მან ჩემ მეგობარს ისეთი ხმით უთხრა, რომ ჩემმა მეგობარმა უარით ვერ უპასუხა. ის ახლოს მივიდა უცნობ კაცთან და  დახედა წიგნებს , მისდა გასაოცრად ყველა წიგნი ზებუნებრივ ძალებზე იყო . ჩემი მეგობრის ყურადღება ერთმა კარგად  გაფორმებულმა წიგნმა მიიპყრო , მან კითხა უცნობ კაცს :”რაღირს ეს წიგნი?”. უცნობმა კი მიუგო “ეს წიგნი შვილო 25$ ღირს” ჩემი მეგობარ აღშფოთდა :” კიმაგრამ 25$ რაამბავია ” მაგრამ უცნობმა ისე შეხედა ჩემს მეგობარს რომ მას გული გაუსკდა , სხვა რა გზა ქონდა ჯიბეებში ჩხრეკა დაიწყო  და რაც აღმოაჩინა იყო  20$ . “მხოლოდ 20$  მაქვს” მიუგა ჩემმა მეგობარმა “არაუშავს მოგცემ მაგ ფასად ” უპასუხა უცნობმა .ჩემმა მეგობარმა სწრაფად აიღო წიგნი და შეტრიალდა სახლში წასასვლელად უცნობმა კაცმა კი მიაძახა :”რაც არ უნდამოხდეს წიგნი ბოლო გვერდზე არ გადაშალო თორემ ინანებ” სახლში მისვლისას  მან თავის მშობლებს ჰკითხა ცხოვრობს თუ არა ახლომახლოს უბანში ვინმე წიგნის გამყიდველი , მშობლებმა უპასუხეს რომ ისინი არ იცნობენ ასეთს  არავის . ჩემი მეგობარი ავიდა თავის ოთახში და კანკალით დაიწყო წინგის კითხვა თან სულ უცნობი კაცის სიტყვები ახსენდებოდა. კითხვისას მას ჩაეძინა . ცოტა ხნის შემდეგ რომ გამოიღვიძა დაინახა რომ მას ფანჯარა ღია ქონდა და ქარმა წიგნი ბოლო გვერდზე გადაშალა , შიშისგან უცებ თვალები  დახუჭა რომ არ შეეხედა ბოლო გვერდისთვის . დიდხანს ცდილობდა რომ არ შეეხედა მაგრამ ბოლოს მისი ცნობისმოყვარეობა მასზე ძლიერი აღმოჩნდა , აიღო წიგნი და შეხედა ბოლო გვერდს. უცებ მის მშობლებს ჩემი მეგობრის შემზარავი ყვირილი  მოესმათ. აი რა ეწერა ბოლო გვერდზე!!!!

წიგნის ფასი :2.99 $

 

ტერაკოტის არმია


1974 წელს ჩინეთის ქალაქ ლინტონგთან ახლოს, გლეხები ჭას თხრიდნენ, როდესაც მოულოდნელად ერთ-ერთის წერაქვი ცხენისა და ადამიანის ფიგურებს მოხვდა. ამ შემთხვევითი აღმოჩენის წყალობით დედამიწას ტერაკოტის ათასობით ჯარისკაცი „მოევლინა“. ჯარს, რომელიც ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობის ინიციატორის, იმპერატორ ცინ ში ხუანდის სამარხთან იყო აღმოჩენილი, მასთან ერთად სიკვდილის სამეფოშიც უნდა „ებრძოლა“.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნის შუა წლებში, ცინის სამეფო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ინ ჩჟენი (შემდგომში ცინ ში ხუანდად წოდებული) ტახტზე ძალიან პატარა, 13 წლის ასაკში ავიდა. თანდათანობით ახალგაზრდა მმართველმა სხვადასხვა სამეფოები (ჩჟაოს, იანის, ბეის და სხვა) შემოიერთა და ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 221 წელს ცინის სამეფომ ქვეყნის გაერთიანებისთვის წარმოებული ხანგრძლივი ბრძოლა წარმატებით დაასრულა. ინ ჩჟენი კი ამ გაერთიანებული იმპერიის პირველი იმპერატორი გახდა და მისი ბრძანებით მისთვის შუ ხუანდი ანუ პირველი უმაღლესი იმპერატორი უნდა ეწოდებინათ. ახალი იმპერატორის ძალაუფლების ქვეშ გაერთიანდა ადმინისტრაციული, აღმასრულებელი და უმაღლესი სასამართლო ხელისუფლება. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 210 წელს ში ხუანდი გარდაიცვალა. შთამომავლობის ხსოვნაში იგი ყოველთვის იმ დიდ რეფორმატორად დარჩა, რომელმაც დაქუცმაცებული ჩინეთი სუსტად დაცულ იმპერიად, მაგრამ მაინც გაერთიანებულ სამეფოდ აქცია.

გარდაცვლილი პირველი იმპერატორის მავზოლეუმის მშენებლობას 37 წელი და 700 ათასი მონა, ჯარისკაცი და გლეხი დასჭირდა.
სამარხი კომპლექსი სასახლის მსგავსად იყო აშენებული და მოიცავდა აკლდამას, სადაც იმპერატორი განისვენებდა და ას დამხმარე ნაგებობას. გამაოგნებელია მთავარი დარბაზის ინტერიერი. იატაკი დედამიწის რელიეფის მსგავსად – მთებით, ხეობებით, მდინარეებითა და ტბებითაა მოხატული, ჭერი კი ცის კამარის სიმბოლოა და ძვირფასი ქვებისგან გაკეთებული ვარსკვლავებითაა მოჭედილი. აკლდამაში იმპერატორთან ერთად სხვადასხვა რანგის მქონე ჩინოვნიკების გარდა, მრავალი მსახური, მონა, იმპერატორისა ხასა და, ასევე, ათასობით დაღუპული მშენებლის ნეშტი განისვენებს, რომელთაც იმპერატორის აკლდამის საიდუმლო კარისკენ მიმავალი გზა იცოდნენ. იმპერატორის განსასვენებელი ადგილი კი ყოველთვის საიდუმლოს წარმოადგენდა, რადგან მასში აურიცხელი სიმდიდრე და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები ინახებოდა. ცინების მიწისქვეშა სამეფოში შეღწევა არცთუ ადვილი ადვილი აღმოჩნდა და არქეოლოგებს დიდი შრომა დასჭირდათ, რადგან აკლდამასთან მისასვლელი, ჭკვიანურად მოფიქრებული, სასიკვდილო ხაფანგებით იყო დაცული. რომ არც ერთ მოკვდავს სიმდიდრით გაძეძგილ სამფლობელოში ფეხი არ შეედგა და არ გაეტანა ის განძი, რომელთან განშორებაც ში ხუანდის სიკვდილის შემდგაც არ უნდოდა. მავზოლეუმის მთავარი დარბაზი, ვეშაპის ქონისგან დამზადებული ათასობით ჩირაღდნით იყო განათებული.
ცინ ში ხუანდის გულწრფელად, სჯეროდა, რომ თავისი იმპერიის მართვას საიქიოდანაც შეძლებდა, რისთვისაც ჯარი აუცილებელი იყო. სწორედ ამ მიძნით მან თან ათასობით ჯარისკაცი „წაიყვანა“ და სჯეროდა, რომ საჭიროების დროს მათში იმპერიის ჯარისკაცების სული ჩასახლდებოდა. არქეოლოგებმა მიწისქვეშა დარბაზებში 8 000 მეომარი აღმოაჩნიეს. თითოეული ქვეითი ჯარისკაცის სიმაღლე 1,75 დან 1.85-მდეა, ოფიცერთა სიმაღლე კი მათ ჩინა და რანგს შეესაბამება. თიხისგან შექმნილი ჯარისკაცები სახით აღმოსავლეთისკენ დგანან. ზოგიერთ მათგანს სამხედრო მუნდირი აცვია, ზოგიერთს კი ტუნიკი, რომელზეც ქამარი აქვთ შემორტყმული. ხმალი, მშვილდი და შუბი ნამდვილი იარაღია. ქვეით ჯარისკაცებს თმა თხემზე აქვთ განასკული, კავალერისტებს კი თავზე მუზარადი ახურავთ, რომელიც ნიკაპთან თასმით აქვთ შეკრული. თიხის ჯარისკაცების დამზადების ტექნოლოგია შშემდეგი იყო: სკულპტორი თავდაპირველად ტანს ძერწავდა. მეომრის ქვედა ნაწილი მონოლითური იყო და ერთმანეთს წააგავდა. თავი და ხელები ტანს ღუმელში გამოწვის შემდეგ უმაგრდებოდა. საბოლოოდ კი სკუულპტორი თავს, თიხის დამატებითი თხელი ფენით ფარავდა და სახის ნაკვთების ინდივიდუალურ გამომეტყველებას აძლევდა. ამიტომ ყველა ჯარისკაცი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, როგორც გამომეტყველებით, ასევე ჩაცმულობითა და ამუნაციით. თმის ვარცხნილობაც, რომელსაც იმ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, განსხვავებული იყო. თავდაპირველად ფიგურები წითელი ფერებით შეღებეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ფერები გადავიდა. ფიგურების გამოწევა რამდენიმე დღის განმავლობაში 1 000 გრადუს ცელსიუსზე მიმდინარეობდა და, საბოლოოდ, თიხა რომლითაც ჯარისკაცები იყო გამოძერწილი, მაგრდებოდა და გრანიტს ემსგავსებოდა.

ის დარბაზი, სადაც მეომრები იმყოფებიან, ტურისტებისთვის ღიაა. აქვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია გათხრების მიმდინარეობის ჩანაწერების ყურებაც. დროის მიუხედავად შესანიშნავად არის შენახული ხმლები, რომელთა პირი ახლაც ისეთი ბასრია, რომ ხელის მოკიდებაც კი საშიშია

აღსანიშნავია, რომ გათხრები ამჟამადაც მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ დიდხანს არ დამთავრდება. ამის მიზეზი არა მარტო ნაკრძალის სიდიდე ან სახელმწიფოს მწირი დაფინანსებაა, არამედ ჩინელთა ცრურწმენა და გარდაცვლილითა სამყაროსადმი შიშია. დღემდე ჩინელები დიდი თრთოლვით ეკიდებიან ნეშტს და შიშობენ, რომ მას თავიანთი შეხებით წაბილწავენ. ასე რომ, როგორც ერთ-ერთმა პროფესორმა სწორად შენიშნა: „გათხრების დასრულებამდე კიდევ მრავალი წელი უნდა გავიდეს“.

 

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგაც

მიყვააარს

1994 წლის 1 მარტს როკ–ჯგუფმა „ნირვანამ“ გერმანიის ქალაქ მიუნჰენში თავისი უკანასკნელი კონცერტი გამართა.ევროპის სხვა დიდ ქალაქებში დაგეგმილი გამოსვლები გაუქმდა.ცოტა ხანში ჯგუფის სოლისტი კურტ კობეინი თვითმკვლელობის მორიგი მცდელობის გამო (ძილის საშუალებების ზედმეტი დოზა მიიღო და შამპანიურიც მიაყოლა) რომის ერთ–ერთ ჰოსპიტალში მოხვდა.შემდეგ ლოს–ანჯელესის ნარკოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს.4 აპრილს კლინიკიდან გაიქცა და შინ,სიეტლში ჩაფრინდა.სურდა აუტანელი დეპრესიისა და მუცლის მრავალწლიანი გაუსაძლისი ტკივილისთვის ბოლო მოეღო…“რასაც ახლა მოგწერ,ვიცი გამიგებ.მუსიკას ვწერ,მუსიკას ვისმენ – ვერაფერს ვგრძნობ.ფანებს ვუყვარვარ,მათ შეძახილს ყურთასმენა მიაქვს – არ მაღელვებს.ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ.ალბათ ერთ–ერთი იმ ნარცისთაგანი ვარ,ვინც შვებას მარტოობაში პოულობს…საკმაოდ გაუწონასწორებელი,საკუთარ განწყობაზე დამოკიდებული ადამიანი აღმოვჩნდი.დაიმახსოვრე – სჯობს უცბად ჩაიფერფლო,ვიდრე თანდათან გამოხმე. მშვიდობა,სიყვარული და საუკეთესო სურვილები…“ – ეს წერილი კურტ კობეინმა თავის ცოლს,კორტნი ლავს წითელი ფერის მელნით მისწერა.შემდეგ თავისი სახლის ორანჟერიაში შევიდა,ახლადშეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი „REMINGTON M-11“ გადატენა და მშვენიერი ორქიდეების „თანდასწრებით“ თავი მოიკლა.

ოთახში პოლიციელები შემოვარდნენ.კორტნი მაშინვე ყველაფერს მიხვდა და შეშინებულმა იკითხა:
– როგორ მოხდა ?!
– თავი იარაღით მოიკლა.შინ.გვამი ორი დღის შემდეგ ორანჟერეაში იპოვეს.
რამდენიმე საათში კორტნი ლოს–ანჯელესიდან სიეტლში გადაფრინდა.გზა აეროპორტიდან სახლამდე უსაშველოდ გაიწელა.გაზეთის გამყიდველი პატარა ბიჭები მთელი ხმით გაჰყვიროდნენ:“ახალი ამბები!ახალი ამბები!კურტ კობეინმა სიცოცხლე გასროლით დაასრულა!“მათი სახლი პოლიციელთა კორდონს ალყაში მოექცია.კორტნიმ ალყა „გაარღვია“ და პირდაპირ ორანჟერეაში შევარდა.იქ სისხლის გუბე იდგა.ამის დანახვაზე თვალთ დაუბნელდა,ყურებში მხურვალება იგრძნო და უგონოდ დაეცა.
ორი დღე–ღამის განმავლობაში კორტნი ლავი გონს ვერ მოეგო.ჩაიძინებდა,შემდეგ უცბად გამოიღვიძებდა და კურტთან ხმამაღლა საუბარს იწყებდა.ეჩხუბებოდა,ტიროდა, მოსვლას სთხოვდა:“ეს არ უნდა მომხდარიყო!ეს არ უნდა ჩაგედინა!ვიცი,ცხოვრებისგან დაიღალე.ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულმა ფანებმა და ჟურნალისტებმა მოსვენება დაგიკარგეს.გასტროლებმა ძალა გამოგაცალა.ბრონჰიტმა და მუცლის გამუდმებულმა ტკივილმა შენი სიცოცხლე აუტანელი გახადა.ჰეროინმა ადამიანის სახე დაგაკარგვინა, მაგრამ მაინც არ უნდა წასულიყავი“.
კობეინს ოდესღაც საკუთარი დეპრესია უყვარდა კიდეც – მუსიკის წერა მას მხოლოდ ამ მდგომარეობაში შეეძლო.გიტარაზე დაკვრა შვებას ჰგვრიდა.ერთხელ დაწერა:“მძულს საკუთარი თავი და მინდა მოვკვდე“.ამ სიმღერის შექმნის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა,არაფერი აწუხებდა.საყვარელ ქალიშვილთან, ფრენსისთან ერთად სეირნობდა,საყვარელ ცოლს ყვავილებს ჩუქნიდა და კერძებსაც თვითონ ამზადებდა.საუბედუროდ,მის მიერ ნამღერი ფრაზა თინეიჯერებმა აიტაცეს:როცა გოგონა გტოვებს,როცა მშობლები გტუქსავენ,საუკეთესო მეგობარი გღალატობს,საკუთარი გარეგნობა გულს გირევს,გამოსავალი ერთია – კობეინის რეცეპტი!გაზეთებში დაბეჭდილ სტატიას იმის შესახებ,თუ როგორ იხსნიდენ ვენებს „ნირვანას“ სიმღერებით „შთაგონებული“ ახალგაზრდები,მომღერალი ხშირად კითხულობდა და საკუთარი თვალით ხედავდა,როგორ იღუპებოდნენ მოზარდები,რომლებიც ჯგუფის კონცერტის დროს დარბაზშივე იღებდნენ ნარკოტიკს.კობეინმა ჩათვალა,რომ მის არსებობას აღარაფერი ამართლებდა,მისი მუსიკალური შემოქმედება თაობებს განადგურებით ემუქრებოდა. ცხოვრებამ აზრი დაკარგა.
გზააბნეული ქმარი კორტნის ძალიან უყვარდა.თვითონაც ასეთი იყო.ისინი შეშლილი სამყაროს ნაწილი იყვნენ.ერთმანეთი უცნაურად გაიცნეს – კორტნი ლავი „ნირვანას“ კონცერტზე წავიდა.გამოსვლა ძალიან არ მოეწონა და გადაწყვიტა კონცერტის შემდეგ ჯგუფის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე მათი სოლისტისთვის ეს პირადად ეთქვა. სოლისტს,მოდურად გაუპარსავ,ცისფერთვალება და თმადაუვარცხნელ სიმპათიურ ყმაწვილს,კურტ კობეინი ერქვა.

– საშინლად მღერით! – მიახალა კორტნიმ.
კურტი დაღლილი ჩანდა.კონცერტმა ენერგია სრულიად გამოაცალა,მაგრამ ქერა, ვულგარულმა არსებამ უცბად გამოაფხიზლა:
– ამის დედაც!რა ხდება? – კორტნის ლუდის კათხა ხელიდან გამოგლიჯა და მოიყუდა. შემდეგ გინება დაიწყო,არ ცხრებოდა – დაღლილი ვარ და ასეთი ბოდვის მოსმენას არ ვაპირებ.ჩემი გოგონა გასასვლელთან მელოდება.
– ის ხომ ძალიამ მსუქანია, – გაიცინა კორტნიმ.
ამ სიტყვების გამგონე კობეინი სიბრაზისგან გაცოფდა.უცნობ,თავხედ ქალს ეცა და სავარძლიდან გადმოაგდო.კორტნი სწრაფად წამოდგა და კობეინს სილა გააწნა.ხელჩართულ ბრძოლაში ხალხი ჩაერია და მოჩხუბრები გააშველა.კობეინი მეგობრებს იმავე საღამოს გამოუტყდა:
– იმ გოგონას ახლოს გაცნობა მსურს.
– ვფიქრობთ,მას შემდეგ,რაც წვეულებაზე მოხდა,საკმაოდ ახლოს იცნობ.
იმ საღამოს შემდეგ ლავიც ბევრს ფიქრობდა კობეინზე.მის კონცერტებზეც ხშირად დადიოდა.კურტი სცენაზე საოცრად მომხიბლავი იყო.ისე იქცეოდა,თითქოს დარბაზში თითოეულ მაყურებელს პირადად იცნობდა:
– გაუმარჯოს!აი,ერთი–ორი ახალი სიმღერა დავწერე და ნახეთ…
„ნირვანას“ ბიჭები პომპეზურ როკერებს არ გავდნენ.ტყავის მოტკეცილი შარვლების ნაცვლად ჯინსი და უხეში ქსოვილის კუბოკრული პერანგებ ეცვათ.ისინი საოცრად ბუნებრივები იყვნენ და გაქცეულ შეყვარებულებზე,ვისკით გამოთრობის სურვილზე, გულგატეხილობაზე მღეროდნენ.კორტნი გრძნობდა,რომ ამ თმადაუვარცხნელ ტიპთან ბევრი საერთო ჰქონდა:“როგორც ჩანს,ტკბილი ცხოვრება არც კურტს ჰქონია.დედიკოს ბიჭს არ ჰგავს.მგონი,ბავშვობა სულაც ქუჩაში გაატარა“.
„შთამბეჭდავი“ გაცნობის შემდეგ ერთმანეთს მეორედ წლინახევრის შემდეგ შეხვდნენ. “ნირვანა“ სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა.კობეინი თაყვანისმცემელი იყო გოგონებით გარშემოტყმული,მაგრამ ნუგეშს სხვაგან ეძებდა.
– მინდა ისეთ გოგონას შევხვდე,ვისთანაც ერთადაც იდილიაში არაერთ წელიწადს ვიცხოვრებ.სიმშვიდე და მყარი ურთერთობა მენატრება.ინტრიგები და ერთთვიანი რომანები მომბეზრდა.ასეთი „მსუბუქი“ კავშირები არ მხიბლავს.ძალიან ძველმოდური ადამიანი ვარ.რატომ არ გჯერათ?
კორტნისთან შეხვედრით კურტმა თითქოს იპოვა,რასაც ეძებდა.ამ უცნაურ,გიჟ ქალზე საუბრით მეგობრები შეაწუხა.როცა კორტნიმ მის მიმართ კობეინის სიმპათიის შესახებ შეიტყო,სიხარულისგან ტაში შემოჰკრა,შემდეგ კეთილ მაცნეს – „ნირვანას“ ერთ–ერთ მუსიკოსს ეცა,მაგრად აკოცა და კურტისთვის განსაკუთრებული საჩუქრის შესარჩევად მაღაზიებში გაქანდა.გულის ფორმის ვიქტორიანული ზარდახშა იყიდა და ზღვის ნიჟარებით, ჩაის ვარდის გამხმარი ფოთელებით და ათასი ასეთი წვრილმანით გაავსო.ზარდახშას სუნამო დააპკურა,აბრეშუმის ბაფთით შეკრა,ჩაილაპარაკა „მსურს ჩემი გახდე“ და კობეინს გაუგზავნა.კობეინმა არ უპასუხა.
ისინი ერთმანერთს კონცერტებზე ხვდებოდნენ,ჩხუბობდნენ,ილანძღ
ებოდნენ და ნიძლავს დებდნენ:
– კორტნი,ნახავ,მე შენზე უფრო პოპულარული გავხდები,მილიონებს ვიშოვი და ჩემს ცოლს ბრილიანტებით ავავსებ.
– შენ გგონია,რომ ვინმე გამოგყვება?!ჰა–ჰა–ჰა!
კურტის და კორტნის რომანი მხურვალე,ემოციური და ხმაურიანი „გამოვიდა“.ლანძღვა–გინებისა და შეხლა–შემოხლის შემდეგ ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ.
– ნუთუ მართლა გიყვარვარ? – გულაჩუყებული კორტნი ხმამაღლა მოთქვამდა და ცრემლებად იღვრებოდა. – ასე მგონია,არასოდეს არავინ შემიყვარებს.
ახლადგაღვიძებულმა კურტმა მისი დამშვიდება სცადა,მაგრამ სიტყვები ვერ მოძებნა და ბოლოს უთხრა:
– მეც მეგონა,რომ არავინ შემიყვარებდა.
– მართლა?
ერთმანეთს შეხედეს და… მას შემდეგ აღარასოდეს დაშორებულან.

კობეინი ჰეროინს ხველების საწინააღმდეგო სიროფში ურევდა და ისე იღებდა.სიროფი ბრონჰიტის შემოტევას და მუცლის ტკივილს სხნიდა,ხოლო ჰეროინი დეპრესიას „შველოდა“.გაუჩერებლად ეწეოდა სიგარეტს.ძალიან ფერმკრთალი იყო,ავადმყოფ ბავშვს ჰგავდა და შუასაუკუნეების მჭმუნვარე არისტოკრატის გამომეტყველება ჰქონდა. წარმოუდგენლად მტანჯველი,ერთთვიანი დიეტის მიუხედავად,კორტნი კობეინზე ათი კილოგრამით მეტს იწონიდა.ფუმფულა გოგონას თავი კურტის დედას წარმოედგინა. “ბავშვს“ უვლიდა,სასთუმალთან ეჯდა,მის გახალისებას ცდილობდა.წლინახევრის შემდეგ, 1992 წლის 24 თებერვალს დაქორწინდნენ.ეს ჰავაიზე მოხდა.კურტს მწვანე პიჟამა ეცვა, კორტნი კი სიეტლელი მსახიობი ქალის,ფრენსის ფარმერის ძველ კაბაში გამოწყობილიყო. ნეფეს გრანდიოზული ხალხმრავალი ცერემონიის ჩატარება არ სურდა,ეშინოდა ბედნიერებისგან გულაყუჩებულს ტირილი არ დაეწყო.ამერიკაში დაბრუნებულმა ჟურნალისტებს უთხრა:
– სიყვარულით მოცული ვარ.ზოგჯერ ისიც კი მავიწყდება,რომ ჯგუფი მყავს. გაინტერესებთ,კორტნის გამო მუსიკას მივატოვებდი თუ არა?არც დავფიქრდებოდი! – კორტნი იქვე იდგა და მეუღლის სიტყვებს გაღიმებული ისმენდა.
ახლადდაქორწინებულები დღეებს ოცნებაში ატარებდნენ.დიდი და ძველებური სახლის ყიდვა სურდათ – ეზოს ჩაის ვარდებით დაამშვენებდნენ,ბაღში ფარშევანგებს გაუშვებდნენ,ხოლო მათ პატარას,რომელიც საცაა დაიბადებოდა,ოჯახურ სითბოს და მზრუნველობას არასოდეს მოაკლებდნენ.
გოგონას დაბადებას შიშით ელოდნენ:
– ჩვენმა არანომრმალური ცხოვრების სტილმა ხომ შეიძლება ბავშვზე იმოქმედოს?ორივე ჰეროინის მომხმარებელი ვიყავით,ვისკით ვთრვრებოდით,ღამეებს სიგიჯეში ვატარებდით, ასეთი რეჟიმი ნაყოფს არ დააზიანებდა? – კურტი დამფრთხალი ჩანდა.ექიმებმა ახალშობილს არაერთი გამოკვლევა ჩაუტარეს და დედ–მამას ახარეს:
– ბავშვი სრულიად ჯანმრთელია.ახლა ყველაფერი თქვენზეა.
თუმცა იქამდე,კორტნიმ და კურტმა ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტეს და კერძო კლინიკას მიმართეს.კორტნი სამშობიაროში დაწვა,კურტი – ნარკოლოგიურ განყოფილებაში.გადაწყვეტილებები მტკიცე და ურყევი იყო:“ჰეროინზე დამოკიდებული აღარ ვიქნები.ეს კოშმარი სამუდამოდ დასრულდება“.კურტი მთელ სხეულში აუტანელ ტკივილს გრძნობდა,ითმენდა.ზოგჯერ თავს ძალას ატანდა და ცოლის პალატისკენ მილასლასებდა, მის სასთუმალთან ჯდებოდა და ტკივილისგან ტირილს იწყებდა.როცა კორტნის მშობიარობა დაეწყო,ექიმებს სთხოვა:
– ჩემი ქმრის პალატასთან მიმიყვანეთ!
თხოვნა შეუსრულეს.კურტს საბანი გადახადა და დაუყვირა:
– აბა,სწრაფად წამოდექი და გამომყევი,უშენოდ ბავშვის გაჩენას არ ვაპირებ!
კობეინი ძლივს წამოდგა და სამშობიარო განყოფილებაში გაჰყვა.გზაში დაეცა,გონება დაკარგა… მეორე დღესვე მან პისტოლეტით თავის მოკვლა სცადა,იარაღი სასწრაფოდ ჩამოართვეს,ის განწირული ხმით გაიძახოდა:
– გაიგეთ,ამ ჯოჯოხეთს,ამ ტკივილს ვერ ვუძლებ.რაც მთავარია,შვილი მყავს,სიცოცხლე გრძელდება.მე კი გამიშვით.
კორტნი სასორწარკვეთილ ქმარს თავზე ედგა:
– იცოდე,თუკი ოდესმე ამას კიდევ გადაწყვეტ,მე გავიგებ და დაგასწრებ.პირველი წავალ!
როცა დარწმუნდნენ,რომ “გადარჩნენ” და პატარა ფრენსისი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო,ახალი ცხოვრება დაიწყეს!სახლი იყიდეს.ორანჟერეაში ორქიდეები მოაშენეს,გოგონას არაფერს აკლებდნენ.ფრენსისს ძალიან ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა – მშობლები მისთვის სიმღერებს წერდნენ,მის ყოველ მოძრაობას ვიდეოკამერით იღებდნენ, ყველგან თან დაჰყავდათ,ძიძებს ბავშვს არ ანდობდნენ,თვითონ ზრდიდნენ.ცნობილი ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე კობეინ-ლავის ბედნიერი,ჯანმრთელი ოჯახის ფოტოსურათები იბეჭდებოდა.
ერთ თვეში კურტი ნარკოტიკს დაუბრუნდა.

ახლა ცხოვრება ბრძოლის ველად იქცა,კორტნი ლავი ოჯახის და სიყვარულის შესანარჩუნებას თავგანწირვით ცდილობდა – ქმარს ყოველგვარი უსიამოვნებისგან იცავდა,ფულის გარეშე ტოვებდა,რომ ჰეროინის ყიდვა არ შეძლებოდა.ერთხელ თაყვანისმცემელთა წერილების მთელი დასტა გადასცა.ისინი კერპს ნარკოტიკის მოხმარებაზე უარის თქმას თხოვდნენ:”თქვენ თუ აღარ იქნებით,ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ?”შემდეგ “ნირვანას” წევრები მოიწვია.ახლა მეგობრები ცდილობდნენ დაეყოლიებინათ ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა.”მოლაპარაკება” ხუთ საათს გაგრძელდა.თხოვნა ზოგჯერ მუქარაშიც გადადიოდა:
– თუკი თავს ხელში არ აიყვან,ჯგუფიდან წასვლა მოგიწევს!დაგივიწყებთ და არასოდეს გნახავთ.
ყოველი მცდელობა ამაო იყო.კურტი ჩუმად იჯდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,თუ როგორ იხელთებდა დროს,როგორ შეიკეტებოდა აბაზანაში და მორიგ დოზას გაიკეთებდა… მთელი კვირა გავიდოდა ისე,რომ საწოლში არ წვებოდა,ოთახში ბოლთას სცემდა, ნერვიული,სწრაფი ნაბიჯით აქეთ-იქით დადიოდა,მონადირის სამოსი ეცვა,მხარზე თოფი ჰქონდა გადაკიდებული,გონება არეული ჰქონდა,სრულიად არაადექვატური იყო.ბოლო დროს მთელ ფულს ნარკოტიკზე და იარაღზე ხარჯავდა.ახალ ახალ პისტოლეტებს,თოფებს ყიდულობდა.კორტნის იმედი დაეწურა.მიხვდა,ქმარს ვეღარ შველოდა.
ხანგრძლივი თხოვნა-მუდარის შემდეგ კობეინი ლოს-ანჯელესის სპეციალიზირებულ კლინიკაში დაწოლაზე დაიყოლიეს.კორტნი ლოს-ანჯელესში ქმართან ერთად გაფრინდა. კლინიკასთან ახლომდებარე სასტუმროში ნომერი აიღო და კურტთან მოილაპარაკა,რომ პირველივე სატელეფონო ზარზე მის გვერდით გაჩნდებოდა.რამდენიმე დღის შემდეგ კობენმა ცოლს დაურეკა და უთხრა:
– რაც არ უნდა მოხდეს,იცოდე,რომ მიყვარხარ.
ამ სიტყვების გაგონებაზე კორტნი გაქვავდა.მიხვდა,რაღაც მოხდებოდა.სურდა კურტისთვის ეპასუხა,ყურმილთან მისი დაყოვნება სცადა,მაგრამ კობეინმა ტელეფონი გათიშა.მომვლელ ქალს უთხრა:”სიგარეტის მოსაწევად გავალ”,საავადმყოფოდან ჩუმად გავიდა და სიეტლში გაფრინდა.
შეშინებულმა კორტნიმ კურტის ძებნაში მთელი ლოს-ანჯელესი “გადააბრუნა”.მისი საკრედიტო ანგარიშის ნომერი დაბლოკა – ნარკოტიკის შესაძენი ყველა გზა გადაუკეტა.ხან ნარკოდილერებთან,ხანაც მეგობრებთან ეძებდა.სად იპოვიდა?ამასობაში კურტ კობეინი ორანჟერეაში შევიდა და ჩახმახა გამოჰკრა…
კობეინის სიკვდილით მისი ორი უსაყვარლესი ქალის,ცოლისა და შვილის ცხოვრებაც დაინგრა.მიუხედავად იმისა,რომ დაქვრივებულმა კორტნი ლავმა ჯერ პრემია “გრემი” მიიღო,შემდეგ მილიონტირაჟიანი დისკები გაყიდა და ფილმში “ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ” საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო მოიპოვა – წარსულისგან მაინც ვერ გათავისუფლდა.სიეტლის სახლი გაყიდა და ლოს-ანჯელესში გადაბარგდა,მაგრამ მოგონებებს თავი მაინც ვერ დააღწია.
ნარკოტიკმა კორტნი ლავის ცხოვრებაც “წაიღო”.ფრენსისი მშობლების გარეშე დარჩა. გამომწვევი ქცევით,ვულგარულობით სახელგატეხილი კორტნისთვის დედობის უფლების ჩამორთმევა არაერთხელ სცადეს.დღეს მისი გოგონა ბებიასთან ცხოვრობს.მშობლების სიყვარულის ტრაგიკული ისტორიიის შესახებ მან ჯერ არაფერი იცის.ზოგჯერ ტელეეკრანზე მისი პოპულარული დედიკო გამოჩნდება:პოლიციელს მისთვის ხელკავი აქვს გამოდებული და განყოფილებაში მიჰყავს.ის კი რაღაცას ყვირის,ილანძღება… გაჩეჩილი ქერა თმა აქვს,ხასხასა წითელი ფერის პომადა უსვია და მოხდილი კაბა აცვია – საცოდავად გამოიყურება…